ფეხბურთი

10:12 | 8.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების მზადების მეორე დღე

საქართველოს ეროვნული ნაკრები საწვრთნელი პროცესის დაწყებიდან მეორე დღეს 22 ფეხბურთელით შეიკრიბა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა სამშაბათს ორჯერადი ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ს.კ. "ზესტაფონის" ბაზაზე მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრებს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის "სარაგოსაში" მოთამაშე გიორგი პაპუნაშვილი დღეს შეუერთდება.

ამ დროისთვის, თბილისში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ამხანაგური მატჩების მოლოდინშია.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობა კვიპროსისა და ბელარუსის ნაკრებების წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი (დინამო, თბილისი), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ჯაბა კანკავა

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი)

საქართველო-კვიპროსის მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, 10 ნოემბერს, 17:00 საათზე დაიწყება. საქართველო-ბელარუსის შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, 13 ნოემბერს, 18:00 საათზე შედგება. მატჩებზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია tkt.ge-ზე მიმდინარეობს. მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 2 ლარს შეადგენს.

gff.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098282