კალათბურთი

12:05 | 8.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

“კლივლენდმა” “მილოუკი” დაამარცხა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 10 შეხვედრა გაიმართა.

“კლივლენდმა” შინ “მილოუკი ბაქსი” 124:119 დაამარცხა. “კავალერიამ” თავიდანვე მძლავრად დაიწყო და დაწინაურდა. ამის შემდეგ “მილოუკმა” კი მოახერხა წინ გასვლა, მაგრამ მესამე პერიოდის ბოლოს ისევ “კავალიერსმა” იგდო სადავეები ხელთ. ადეტოკუნმპოს 40 ქულა ჰქონდა, კევინ ლავმა 32 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა. ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 30 ქულა, 9 პასი და 8 მოხსნა შესძინა. “კლივლენდი” 5 მოგებით და 6 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილს იკავებს.

“სან ანტონიომ” საკუთარ დარბაზში “კლიპერსს” 120:107 აჯობა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ტეხასელებმა 40:21 მოიგეს. ოლდრიჯი 25 ქულით გამოირჩა, “კლიპერსში” 24 ქულით რივერსი საუკეთესო იყო.

“დენვერმა” “ბრუკილინი” 112:104 დაამარცხა. “ნაგეტსის” სერბმა ფორვარდმა ნიკოლა იოკიჩმა კარიერაში ყველაზე მეტი 41 ქულა ჩააგდო, რასაც 12 მოხსნაც დაუმატა.

“კლივლენდ კავალიერსი” – “მილოუკი” 124:119 (39:28, 26:39, 29:23, 30:29)

https://www.youtube.com/watch?v=UQ36Bejtaco

“ინდიანა” – “ნიუ ორლეანი” 112:117 (37:34, 38:27, 19:35, 18:21)

https://www.youtube.com/watch?v=2JKdJQvBFFo

“ვაშინგტონი” – “დალასი” 99:113 (34:36, 19:28, 23:26, 23:23)

https://www.youtube.com/watch?v=Piowoz2dwXc

“ნიუ იორკი” – “შარლოტ ჰორნეტსი” 118:113 (32:41, 26:28, 25:25, 35:19)

https://www.youtube.com/watch?v=T5y68Xzlp-U

“ტორონტო” – “ჩიკაგო” 119:114 (29:26, 36:19, 33:36, 21:33)

https://www.youtube.com/watch?v=qxmMyfUcuOg

“სან ანტონიო” – “კლიპერსი” 120:107 (32:26, 20:29, 40:21, 28:31)

https://www.youtube.com/watch?v=Zeya-jC34GY

“დენვერი” – “ბრუკლინი” 112:104 (28:21, 29:25, 36:27, 19:31)

https://www.youtube.com/watch?v=nMGXnWGBXFg

“იუტა” – “ფილადელფია” 97:104 (21:32, 23:14, 27:34, 26:24)

https://www.youtube.com/watch?v=ptCb0nPoWB8

“პორტლენდი” – “მემფისი” 97:98 (21:23, 29:24, 21:27, 26:24)

https://www.youtube.com/watch?v=h22EKAiJuQc

“საკრამენტო” – “ოკლაჰომა” 94:86 (10:25, 32:16, 25:16, 27:29)

https://www.youtube.com/watch?v=WueuiR3PA9A

თეგებიNBA
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091659