ბერლინის "ჰერტას" ნახევარმცველმა ვედად იბიშევიჩმა ბოსნია-ჰერცოგოვინას ნაკრებში ასპარეზობა 33 წლის ასაკში დაასრულა. აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა AFP-სთან საუბრის დროს გაავრცელა.
"2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავედით და ამიტომაც გადავწყვიტე სანაკრებო კარიერა დამესრულებინა. აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად დიდი ხანი ვფიქრობდი." - განაცხადა იბიშევიჩმა.
ვედადმა სანაკრებო კარიერა 2007 წელს დაიწყო, როდესაც "ალემანიაში" ასპარეზობდა. ეროვნულ გუნდში იბიშევიჩმა 82 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა.







