ლა ლიგამ ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მოსაპოვებლად სამი კანდიდატი დაასახელა. ესენი არიან: გონსალო გუედეში (“ვალენსია”), სედრიკ ბაკამბუ (“ვილიარეალი”) და მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (“ბარსელონა”).
გუედეშმა გასულ თვეში ესპანეთის ჩემპიონატში 4-ჯერ ითამაშა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბაკამბუს მონაგარი 4 მატჩში 6 გოლია, ხოლო ტერ შტეგენმა “ბარსელონას” კარი 4-ჯერ დაიცვა და 1 გოლი გაუშვა.
შეგახსენებთ, რომ სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელად სიმონე ძაძა აღიარეს.





