დღეს, რომაული დერბია - "რომასა" და "ლაციოს" დაპირისპირება ყოველთვის იწვევდა დიდ ინტერესს. სანამ დღევანელი მატჩი შედგება, იქამდე წარსულიდან გავიხსენოთ ერთი მშვენიერი საღამო.
თუმცა, 2002 წლის 10 მარტს მშვენიერი საღამო მხოლოდ "რომასთვის" გამოდგა. ფაბიო კაპელოს გუნდმა ალბერტო ძაკერონის გუნდი ძალიან დაჩაგრა. განსაკუთებით კი ვინჩენცო მონტელამ ალესანდრო ნესტა. ლეგენდარული იტალიელი მცველის კარიერაში ალბათ ეს ყველაზე საშინელი 90 წუთ იყო, ხოლო "აეროპლანინოს" კარიერაში ყველაზე დასამახსოვრებელი...









