სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

11:55 | 19.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ახალი რეკორდი

კატალონიის "ბარსელონამ" ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა, აქამდე მხოლოდ 4 გოლი გაუშვა და ამ მაჩვენებლით კლუბის რეკორდი დაამყარა. ერნესტო ვალვერდეს გუნდმა მე-12 ტურში "ლეგანესი" სტუმრად 3:0 დაამარცხა, ორი გოლი ლუის სუარესის ანგარიშზეა, ხოლო მესამე გოლი პაულინიომ გაიტანა.

ზოგადად ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდი "ატლეტიკოს" ეკუთვნის, რომელმაც 1995 წელს 12 შეხვედრაში მხოლოდ 3 გოლი გაუშვა და საბოლოოდ იმ სეზონში ლა ლიგის გამარჯვებული გახდა.

თეგებიბარსელონა
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.176773