გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ექვსი შეხვედრა გაიმართა.
“ლეიკერსმა” შინ “დენვერი” 127:109 დაამარცხა. ლოს ანჯელესელებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა, “დენვერი” კი მატჩის ბოლომდე მდევრის როლში გახლდათ. “ლეიკერსის” გამთამაშებელმა, ახალწვეულმა ლონზო ბოლმა კარიერაში მეორე სამმაგი დუბლი შეასრულა, გამთამაშებელს 11 ქულა, 16 მოხსნა და 11 პასი ჰქონდა.
“მინესოტა” მოულოდნელად შინ “დეტროიტთან” 97:100 დამარცხდა. პირველი სამი პერიოდის შემდეგ “მინესოტა” 9 ქულით იგებდა. მატჩის დასრულებამდე 6 წამით ადრე “დეტროიტი” დაწინაურდა - 98:95, რა დროსაც დეტრიტელები ჯიმი ბატლერზე სამიანის სროლის დროს დაჯარიმდნენ. ჯიმიმ პირველი ორი საჯარიმო სროლა გამოიყენა, თუმცა ბოლო ააცილა. შემდეგ “ტიმბერვულვზმა” ჯარიმა აიღო და “დეტროიტი” 100:97 დაწინაურდა, ბოლო წამზე კი იმავე ჯიმი ბატლერმა სამქულიანი ისროლა, თუმცა ბურთი კალათში არ ჩაეშვა. მატჩში საუკეთესო ჯიმი ბატლერი გახლდათ, რომელმაც გუნდს 26 ქულა და 10 მოხსნა შესძინა. “დეტროიტში” 20 ქულით და 16 მოხსნით ანდრე დრამონდი გამოირჩა. “მინსესოტა” 10 მოგებით და 6 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილს იკავებს.
“ტორონტო” – “ვაშინგტონი” 100:91 (28:28, 32:27, 19:21, 21:15)
https://www.youtube.com/watch?v=kj_INeVXuXU
“მაიამი” – “ინდიანა” 95:120 (27:29, 28:29, 13:32, 27:30)
https://www.youtube.com/watch?v=QixCSDQ82Ic
“ბრუკლინი” – “გოლდენ სტეიტი” 111:118 (20:32, 22:32, 42:34, 27:20)
https://www.youtube.com/watch?v=Z9gPPNKDsxc
“მინესოტა” – “დეტროიტი” 97:100 (24:22, 29:27, 27:22, 17:29)
https://www.youtube.com/watch?v=Qy5rNjQ5T88
“ფინიქსი” – “ჩიკაგო” 113:105 (30:37, 31:19, 24:28, 28:21)
https://www.youtube.com/watch?v=1hh-Vbm1qkM
“ლეიკერსი” – “დენვერი” 127:109 (32:26, 38:22, 29:36, 28:25)
https://www.youtube.com/watch?v=myddYBODjJo









