სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

16:43 | 30.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგის პლეი ოფი: შეუჩერებელი დვალი ბოლნისში და უკრაინული გოლები “პარკი არენაზე”

ეროვნული ლიგის საგზურის მომტანი პლეი ოფის პირველი მატჩები დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა. ამასთან, ორივე წყვილში შენარჩუნდა ინტრიგა საპასუხო შეხვედრების წინ.

ბოლნისის “სიონმა” ბათუმის “დინამო” 3:2 დაამარცხა. თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ხუთივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. ბოლნისელთაგან შეუჩერებელი იყო ჯაბა დვალი, რომელმაც ჰეთ თრიქი მიითვალა. გამოცდილმა ფორვარდმა მე-13 წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან გაისროლა ზუსტად, მერე კი თავური დარტყმით გაზარდა მისი გუნდის უპირატესობა. ბათუმელებმა კვირკველიასა და თევდორაძის გოლებით შეძლეს წონასწორობის აღდგენა, თუმცა ტაიმის მიწურულს ისევ დვალმა იყოჩაღა, ტიმოფეევს მოხდენილად გადაატარა ბურთი თავზე და ბოლნისელებს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოაპოვებინა.

ამ გუნდების საპასუხო მატჩი 3 დეკემბერს, ბათუმში, “რაგბი არენაზე” გაიმართება.

ბოლნისში გამართული მატჩის მსგავსად, გოლების გატანა პირველ ტაიმში მოილიეს ფოთშიც, სადაც “კოლხეთი” მარტვილის “მერანს” დაუხვდა და 2:1 იმარჯვა. “პარკი არენაზე” მასპინძლები 36-ე წუთზე უკრაინელი ლეგიონერის, ალეკსანდრ დერებჩინსკის გოლით დაწინაურდნენ. 41-ე წუთზე, შესანიშნავი დარტყმით ანგარიში ორამდე გაზარდა დავით ბოლქვაძემ. თუმცა, ორ წუთში, ისევ უკრაინელმა ფეხბურთელმა, ამჯერად “მერანის” შემტევმა სერგეი ტრეტიაკმა გამოიჩინა თავი და სხვაობა შეამცირა.

“მერანი” “კოლხეთს” ასევე 3 დეკემბერს, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.

ეროვნული ლიგის პლეი ოფის პირველი მატჩები

სიონი (ბოლნისი) - დინამო (ბათუმი) 3:2

ბოლნისი. “თამაზ სტეფანია”.

სიონი: ზარქუა, გიორბელიძე, ნოზაძე, კოშკაძე (89. ჭანკოტაძე), მანაგაძე, დვალი, ჯაფარიძე, ქიქავა, მიქაბერიძე, თევზაძე (56. თომაშვილი), სიხარულია

მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

დინამო: ტიმოფეევი, ფარტენაძე (46. შონია), ქორიძე, ვარშანიძე, ქავთარაძე, თევდორაძე (90. ბ. მახარაძე), სუხიაშვილი, კვირკველია, ე. გრიგალაშვილი (80. ჩოგაძე), მგელაძე, კვასოვი

მწვრთნელი: ასლან ბალაძე

გოლები: 1:0 დვალი (13), 2:0 დვალი (27), 2:1 კვირკველია (36), 2:2 თევდორაძე (40), 3:2 დვალი (45)

გაფრთხილება: სიხარულია (51) - თევდორაძე (41), კვასოვი (71), ვარშანიძე (77)

მსაჯი: პ. მაჭარაძე

კოლხეთი (ფოთი) - მერანი (მარტვილი) 2:1

ფოთი. “პარკი არენა”

კოლხეთი: სეფიაშვილი, გ. კილასონია, გოგონაია, ნონდი, ბროვკო, დერებჩინსკი, ჯანელიძე, ჟიშკარიანი, მაჩარია (52. ბახია), ბოლქვაძე (84. შალიკაშვილი), ბუხაიძე (73. ლ. მახარაძე)

მწვრთნელი: ალეკსანდრ შტელინი

მერანი: მამალაძე, ორბელაძე, გეგია, ტეიდი, ბარაბაძე (58. ჩუკურა), კურდღელაშვილი (80. შ. ჯიქია), მაისაშვილი (87. თოლორდავა), ტრეტიაკი, ლომაშვილი, მელიავა, ჩალაძე

მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე

გოლები: 1:0 დერებჩინსკი (36), 2:0 ბოლქვაძე (41), 2:1 ტრეტიაკი (43)

გაფრთხილება: ნონდი (40), გოგონაია (45), ბოლქვაძე (70) - კურდღელაშვილი (62)

მსაჯი: გ. კიკაჩეიშვილი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100741