სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

0:25 | 1.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ეიბარმა” ორელიანა ინათხოვრა

“ვალენსიას” შემტევი ნახევარმცველი ფაბიან ორელიანა კარიერას “ეიბარში” განაგრძობს. 31 წლის ფეხბურთელი ბასკურ კლუბში 30 ივნისამდე იჯარით ითამაშებს, ხოლო შემდეგ მისი სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვა შეეძლებათ.

ჩილელი მოთამაშე მარსელინიო ტორალის გეგმებში ვერ მოხვდა და მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი თამაშის ჩატარება მოუწია – ესპანეთის თასზე “სარაგოსას” წინააღმდეგ 80 წუთი ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ ორელიანა “ვალენსიას” გასულ იანვარს “სელტადან” შეუერთდა. მან “ღამურების” მაისური 17-ჯერ მოირგო და ერთადერთი გოლი მადრიდის “რეალს” გაუტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090657