მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია (FIFA) მსოფლიოს ანტი-სადოპინგო სააგენტოსგან (WADA) რუსულ ფეხბურთში დოპინგის მოხმარებასთან დაკავშირებით ახალ მონაცემებს მიიღებს. აღნიშნული ინფორმაცია Associated Press-მა გაავრცელა.
გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლები 14 დეკემბერს შეხვდებიან ერთმანეთს. WADA და FIFA-ს მოსკოვის ლაბორატორიაში 2012 წლის იანვრიდან 2015 წის აგვისტომდე დაფიქსირებულ დოპინგ სინჯებს გადასცემს. აღნიშნული ტესტები ანტი-სადოპინგო სააგენტოს ერთმა ადამიანმა გადასცა, რომლის ვინაობას შეგნებულად არ ამხელენ.
ასევე ცნობილია, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე 34 ადამიანმა მიიღო აკრძალული პრეპარატი და მათ შორის რუსეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებიც არიან.







