ქართული გრან პრის მეოთხე ეტაპის გათამაშებაში დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა და ერთპიროვნულად გავიდა პირველ ადგილზე საერთაშორისო დიდოსტატი თორნიკე სანიკიძე. მის აქტივში 9-დან 8 ქულაა.
გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა ლევან ფანცულაია. 7 ქულით მესამე ადგილზე კი ირაკლი ბერაძე გავიდა.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა და დაწესებული იყო შემდეგი საპრიზო ფონდი:
| ადგილი | ვაჟები |
| 1 | 500 |
| 2 | 300 |
| 3 | 200 |
gcf.org.ge









