მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ მიიჩნევს, რომ ფეხბურთის ისტორიაში დიდი კვალი დატოვა. როგორც პორტუგალიელი ამბობს, მიუხედავად უამრავი ტიტულისა და ჯილდოსა, კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს, რადგან ძველებურად მოტივირებულია.
“ყოველთვის მინდოდა, რომ ფეხბურთის ისტორიაში კვალი დამეტოვებინა და ეს მოვახერხე. ჩემი თავი ისტორიაში დავტოვე, მოვიგე ბევრი ტიტული, ამასთან ინდივიდუალური ჯილდოები, როგორც მესიმ.
ძალიან საამაყოა ჩემთვის ჩემი წარმოუდგენელი კარიერა. თუმცა, ჯერ კიდევ მოტივირებული ვარ. მიყვარს ფეხბურთი და თამაში სიამოვნებას მანიჭებს. კარიერას მანამ არ დავასრულებ, სანამ მისგან სიამოვნებას ვიღებ”, - განაცხადა რონალდუმ.
კრიშტიანუმ ცოტა ხნის თქვა, რომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.









