გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხი შეხვედრა გაიმართა.
“კლივლენდმა” გასვლაზე “ვაშინგტონი” 106:99 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი ბოლო პერიოდის ბოლო წუთები აღმოჩნდა, სადაც ლებრონ ჯეიმსი და მისი თანაგუნდელები უკეთ თამაშობდნენ და საბოლოოდ გამარჯვებაც მოიპოვეს.
ჯეიმსმა კარიერაში 61-ე სამმაგი დუბლი შეასრულა - 20 ქულა, 15 პასი, და 12 მოხსნა. “ვაშინგტონში” 27 ქულით ბრედლი ბილი გამოირჩა. 25 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა კევინ ლავს. “კლივლენდი” 23 მოგებით და 8 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილს იკავებს.
“ტორონტომ” შინ “საკრამენტო” 108:93 დაამარცხა. პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მესამე პერიოდში კანადელები დაწინაურდნენ და მატჩის ბოლომდე უპირატესობა აღარ დაუკარგავთ. “ტორონტოში” დემარ დეროზანმა ყველაზე მეტი 21 ქულა ჩააგდო. “საკრამენტოში “ 18-18 ქულით ტემპლე და ბოგდანოვიჩი გამოირჩნენ. “ტორონტო” 20 მოგებით და 8 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა.
“ტორონტო” – “საკრამენტო” 108:93 (35:30, 26:33, 22:14, 25:16)
https://www.youtube.com/watch?v=qYZyq7F-qeU
“დეტროიტი” – “ორლანდო” 114:110 (36:23, 24:20, 36:36, 18:31)
https://www.youtube.com/watch?v=fkuyj8yrFis
“ბრუკლინი” – “ინდიანა” 97:109 (29:28, 19:31, 24:21, 25:29)
https://www.youtube.com/watch?v=5vocNvIQxEg
“ვაშინგტონი” – “კლივლენდი” 99:106 (23:27, 37:33, 23:23, 16:23)
https://www.youtube.com/watch?v=TFx_xCiATUM









