ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა”. “ბიგ ისთის” კონფერენციაში მოასპარეზე “პირატებმა” (გუნდის მეტსახელია) ბოლოსწინა არასაკონფერენციო მატჩი გამართეს, რომელშიც “ვაგნერ სიჰოუქსს” 89:68 სძლიეს.
მამუკელაშვილი სათადარიგო იყო და მოედანზე 18 წუთით გამოჩნდა. ქართველმა ფორვარდმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. სანდროს ჯამში 2 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დაუგროვდა. საუკეთესო იყო ხადინ კარინგტონი, რომელმაც გამარჯვებულებს 26 ქულა შემატა.
“სეტონ ჰოლს” 10 მოგება და 2 მარცხი აქვს და “ბიგ ისთის” კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება. მამუკელაშვილის გუნდი ბოლო არასაკონფერენციო მატჩს 23 დეკემბერს “მანჰეტენ იასპერსთან” გამართავს, რის შემდეგაც, 29 დეკემბრიდან “ბიგ ისთის” კონფერენციის პირველობა დაიწყება.
ბიგ ისთის კონფერენცია
| გუნდი | კონფერენცია | მთლიანად |
| ვილანოვა | 0-0 | 11-0 |
| ქსავიერი | 0-0 | 11-1 |
| ჯორჯთაუნი | 0-0 | 9-1 |
| კრეიტონი | 0-0 | 10-2 |
| სეტონ ჰოლი | 0-0 | 10-2 |
| სეინთ ჯონსი | 0-0 | 10-2 |
| ბატლერი | 0-0 | 9-3 |
| მარკეტი | 0-0 | 8-3 |
| პროვიდენსი | 0-0 | 8-4 |
| დე პოლი | 0-0 | 6-5 |
gbf.ge









