გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთი შეხვედრა გაიმართა.
“კლივლენდმა” შინ “ჩიკაგო” 115:112 დაამარცხა. ბოლო წამზე “ჩიკაგოს” შეხვედრის ოვერტაიმში გადაყვანის საშაულება ჰქონდა, თუმცა “ხარების” კალათბურთელს სიზუსტემ უმტყუნა. შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა ლებრონ ჯეიმსმა, რომელმაც გუნდს 34 ქულა, 9 პასი და 6 მოხსნა შესძინა. “ჩიკაგოში” 25 ქულით ფინელი მარკანენი გამოირჩა. “კლივლენდი” 24 მოგებით და 9 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილს იკავებს.
“ფილადელფია” საკუთარ დარბაზში “ტორონტოსთან” 109:114 დამარცხდა. მატჩში ყველაზე მეტი 45 ქულა დემარ დეროზანმა ჩააგდო. “ფილადელფიაში” 20 ქულით ბენ სიმონში გამოირჩა.
“ნიუ იორკმა” აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერი “ბოსტონი” 102:93 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც 34:25 მოიგო. ნიუ იორკელთა რიგებში 32 ქულით ბისლი გამოირჩა. კაირი ირვინგსაც 32 ქულა ჰქონდა. “ბოსტონი” 26 მოგებით და 9 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.
“კლივლენდი” – “ჩიკაგო” 115:112 (29:27, 29:29, 24:23, 33:33)
https://www.youtube.com/watch?v=v6lRrXq6VBk
“ფილადელფია” – “ტორონტო” 109:114 (31:30, 34:22, 23:34, 21:28)
https://www.youtube.com/watch?v=1qaTF0RcjoY
“ნიუ იორკი” – “ბოსტონი” 102:93 (25:15, 19:25, 24:28, 34:25)
https://www.youtube.com/watch?v=lJtoT2n7g5U
“ფინიქსი” – “მემფისი” 97:95 (26:25, 34:26, 19:30, 18:14)
https://www.youtube.com/watch?v=XgGKsrXeNPo
“იუტა” – “სან ანტონიო” 100:89 (24:17, 26:21, 22:32, 28:19)
https://www.youtube.com/watch?v=7Cqn8So_Qb8







