კალათბურთი

22:18 | 28.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონ ჯეიმსმა 62-ე სამმაგი დუბლი შეასრულა

ლებრონ ჯეიმსმა კარიერაში 62-ე სამმაგი დუბლი მიითვალა. “მეფემ” აღნიშნულის გაკეთება “საკრამენტოსთან” (109:95) წაგებულ მატჩში გაახერხა. ლებრონმა გუნდს 16 ქულა, 14 პასი, 10 მოხსნა და 5 ჩაჭრა შესძინა.

ნბა-ს ისტორიაში ყველაზე მეტი სამმაგი დუბლი ოსკარ რობერსონს აქვს შესრულებული – 181. მეორე ადგილზე 138 სამმაგი დუბლით მეჯიქ ჯონსონია, მესამე ჯეისონ კიდია- 107, მეოთხე რასელ უესტბრუკი – 89, მეხუთე უილტ ჩემბერლენი – 78, ხოლო მეექვსე ლებრონ ჯეიმსია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172558