ფეხბურთი

11:46 | 30.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს ფიქრები მომავალზე

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ Sky Sport-თან საუბარში ამბობს, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ბიზნესმენობას აპირებს. გარდა ამისა, არ გამორიცხავს, რომ ფილმებშიც ითამაშოს.

თუმცა, პორტუგალიელი საფეხბურთო თემებსაც შეეხო. საინტერესოა, რომ კრიშტიანუსთან ინტერვიუ Sky Sport-ის მიმომხილველმა, ალესანდრო დელ პიერომ ჩაწერა. გთავაზობთ ამონარიდს:

“როდესაც 17 წლის ვიყავი ბევრი წინადადება მქონდა, მათ შორის, “იუვენტუსიც”. თუმცა, “მანჩესტერის” შეთავაზება ყველაზე საინტერესო იყო, თან გარანტიებსაც მსთავაზობდნენ. ამასთან, ბავშვობიდანვე პრემიერლიგა ძალიან მიზიდავდა, ბევრად მომწონდა, ვიდრე სერია A.

ასევე ვესაუბრებოდი “რეალს”, მაგრამ მე ყოველთვის ვენდობოდი ჩემს აგენტს, ჟორჟე მენდეშს და მან მაშინ “მანჩესტერი” მირჩია. ის ყოველთვის მეხმარებოდა არჩევანის გაკეთებაში.

მახსოვს, “იუვესთან” მოლაპარაკებებს დიდხანს ვაწარმოებდით, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ეს დიდებული გუნდია, მაგრამ შემდეგ მაინც “იუნაიტედი” ვამჯობინე – პრემიერლიგა ძალიან მიყვარდა.

მომავალი? – ახლა მთლიანად აწმყოზე ვარ ფიკუსირებული, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი, რომ ადრე თუ გვიან დასასრულის დროც მოვა. დარწმუნებული ვარ ფეხბურთის შედმეგ ჩემი ცხოვრება მშვენიერი იქნება, არამხოლოდ ფულის გამო, არამედ ჩემი საქმიანობის. შემიძლია ჩემი თავი ფილმში გამოვცადო. გარდა ამისა, მაქვს სასტუმროები, სპორტული დარბაზი... რას გავაკეთებდი კარიერის დასრულების შემდეგ, ამაზე ფიქრი 27-28 წლის ასაკში დავიწყე და ჩემს თავს ვხედავ, როგორც ბიზნესმენი”, - თქვა რონალდუმ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.095763