ფეხბურთი

22:10 | 4.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი ჩვეულ სტიქიაშია

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი თანამემამულე ჟურნალისტებს დაუპირისპირდა. როგორც ვეტერანმა შვედმა ფრანგულ ტელეარხს განუცხადა, ის საუკეთესოა და სწორედ ამიტომ სამშობლოში აკრიტიკებენ.

“ისინი აგრძელებენ ჩემზე შეტევას, რადგან მე ზლატან იბრაჰიმოვიჩი ვარ. შვედეთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი. მე შევძელი ის, რაც სხვებმა ვერ გააკეთეს. 11-ჯერ გავხდი შვედეთის საუკეთესო ფეხბურთელი, მაშინ როცა, სხვებმა ეს მხოლოდ ორჯერ თუ გააკეთეს. არ მაინტერესებს თუ მათთვის მეტისმეტად ამპარტავანი ვარ – მე საუკეთესო ვარ”, - განუცხადა იბრამ Canal+-ს.

შეგახსენებთ, ზლატანი წარმოშობით ბოსნიელია, თუმცა შვედეთში დაიბადა და შესაბამისად, სწორედ სკანდინავიელთა ღირსებას იცავდა. შვედეთის ნაკრებში იბრაჰიმოვიჩმა 2001-2016 წლებში 116 მატჩში 62 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165807