ესპანეთი პრიმერადივიზიონის მე-18 ტურის მატჩში “რელმა” გასვლაზე” “სელტას” ვერ მოუგო (2:2). მატჩის შემდეგ “სამეფო კლუბის” თავკაცმა ზინედინ ზიდანმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გუნდმა ბევრი შეცდომა დაუშვა.
“ძალიან კარგი პირველი ტიამი გვქონდა, ხოლო მეორეზე საუბარი ზედმეტია. ძალიან ბევრი შეცდომა გვქონდა. ასეთი შეცდომებისგან თავი უნდა დავიზღვიოთ. უნდა გავაანალიზო ყველა პრობლემა და ყველაფერს პასუხი უნდა გავცე, სხვანაირად არაფერი გამოვა. “სელტა” ზეწოლას ახდენდა და საწადელს მიაღწია. ჩვენ შეგვიძლია ერთი-ორი შეხვედრა მაღალ დონეზე ჩავატაროთ, თუმცა მესამე მეოთხე მატჩში გვაქვს ჩავარდნა და ვეღარ ვახერხებთ იმავე დონის შენარჩუნებას. როცა მეორე გოლი გაგვიტანეს, უამრავი შეცდომა დავუშვით. ახლა ზუსტად არ შემიძლია ავხსნა თუ რა მოხდა”- განაცხადა ზიდანმა.
“რეალი” ესპანეთი ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მეოთხე ადგილზეა და პირველ ადგილზე მყოფ “ბარსელონას” 16 ქულით ჩამორჩება.






