კალათბურთი

19:47 | 9.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია წლის საუკეთესო ევროპელ კალათბურთელთა შორის

Eurobasket.com-მა 2017 წლის ევროპის საუკეთესო კალათბურთელები დაასახელა. სასიხარულოა, რომ მათ შორის ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელიაც მოხვდა.

თოკო ევროპაში მოთამაშე საუკეთესო კალათბურთელთა მეორე გუნდში მოხვდა: თორნიკე შენგელია, კით ლენგფორდი, ალექსეი შვედი, იან ვესელი, მილოშ ტეოდოსიჩი.

პირველი გუნდის კი ასე გამოიყურება: ბოგდან ბოგდანოვიჩი, ლუკა დონჩიჩი, ნანდო დე კოლო, გორგიოს პრინტეზისი, ეპკე უდო.

ასევე, ვებგვერდმა საპატიო ათეული შეადგინა: თორნიკე შენგელია, პო გასოლი, ლუკა დონჩიჩი, ნიკოლა ბატუმი, ნიკოლა ვუჩევიჩი, იან ვესელი, ნიკოლა მიროტიჩი, იონას ვალანჩუნასი, დარიო სარიჩი, მილოშ ტეოდოსიჩი, ალექსეი შვედი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091661