სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

20:43 | 11.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ბილბაომ” ერერინს გაუხანგრძლივა

“ბილბაომ” გამოცდილ მეკარეს, იაგო ერერინს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ბასკური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 29 წლის კიპერი “სან მამესზე” 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

ერერინი “ლომების” რიგებში 2012 წლიდან ირიცხება და 71 ჩატარებულ შეხვედრაში 80 გოლი გაუშვა. ის წინა სეზონის მეორე ნახევარში “ლეგანესში” იყო განათხოვრებული, სადაც კასტილიური კლუბის კარი 22-ჯერ დაიცვა და 27 გოლი მიიღო.

იაგო მიმდინარე სეზონში კეპა არიზაბალაგას დუბლიორი გახლდათ, მაგრამ უკანასკნელი მატჩებია, ის თამაშობს, რადგან არიზაბალაგა დიდი ალბათობით მადრიდის “რეალში” გადავა. ერერინი მიმდინარე სეზონში მოედანზე 15-ჯერ გამოჩნდა და 9 გოლი გაუშვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100954