"მალაგას" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი მიჩელ გონსალესი გუნდის წარუმატებელი ასპარეზობის გამო დაითხოვა. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში "მალაგამ" 14 მატჩი წააგო და 11 ქულით მე-19 ადგილზე იმყოფება. მიჩელმა გუნდი 2017 წლის მარტში ჩაიბარა, მას შემდეგ კი "მალაგამ" 9 დაპირისპირება მოიგო, 5 შეხვედრა ფრედ დაასრულა, ხოლო 19 მატჩში მარცხი განიცადა. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ გაწვრთნის ესპანურ კლუბს.





