სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

23:00 | 17.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: “რეალი” რონალდუს გარეშე არ წარმომიდგენია”

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საუბრობს. როგორც ფრანგმა “ლეგანესთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, “სამეფო კლუბი” რონალდუს გარეშე ვერ წარმოუდგენია.

“კრიშტიანუს მომავლით შემოშფოთებული არ ვარ. ჩვენ ვიცით, რომ შეგვიძლია საუბარი მოედანს მიღმა, მაგრამ გასახდელში მხოლოდ ფეხბურთზე ვსაუბრობთ და რონალდუც თამაშზე ფიქრობს, როგორც ამას აქამდე აკეთებდა. მინდა ვისაუბრო იმაზე, რასაც ის მოედანზე აკეთებს.

არ წარმომიდგენია “რეალი” კრიშტიანუს გარეშე. ის თავის კლუბშია, იქ, სადაც უნდა დარჩეს. მხოლოდ ფეხბურთზე მინდა საუბარი და არა კონტრაქტზე და სხვა ფაქტებზე. მას შეუძლია კლუბს ესაუბროს ამ თემაზე, მაგრამ მე მხოლოდ იმაზე ვაკეთებ კომენტარს, რასაც მოედანზე აკეთებს”, - განაცხადა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ უცხოურ მედიაში რონალდუს “რეალიდან” შესაძლო წასვლის საკითხზე ბოლო დროს ხშირად ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია. ერთ-ერთი ვერსიით, ფლორენტინო პერესს პორტუგალიელის გასხვისება ზაფხულში უნდა.

0.097537