ფეხბურთი

13:20 | 19.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

გამოკითხვა: გულშემატკივრებს "რეალიდან" რონალდუს წასვლა უნდათ

გულშემატკივრებს მადრიდის “რეალიდან” კრიშტიანუ რონალდუს წასვლა სურთ. გამოცემა As-მა გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა 125 ათასამდე მომხმარებელმა მიიღო.

კითხვაზე, გსურთ თუ არა, რომ რონალდუ დარჩეს “რეალში”, გამოკითხულთა 2/3 მეტმა უარყოფითი პასუხი გასცა. As-ის მკითხველთა 67% მომხრეა, რომ კრიშტიანუმ ზაფხულში “სამეფო კლუბი” დატოვოს.

საინტერესოა, რომ გამოკითხვაში მონაწილეობა ყველას შეეძლო და შესაბამისად, გაურკვეველია ხსენებული 67%-დან რამდენია მადრიდული გრანდის ქომაგი.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში 32 წლის პორტუგალიელის მადრიდიდან აბარგების შესახებ გაუთავებლად იწერება. კრიშტიანუ “რეალის” ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია და დღემდე, საშუალოდ 1 თამაშში გოლზე მეტი გააქვს (418 მატჩი, 422 გოლი).

გარდა ამისა, “სანტიაგო ბერნაბეუზე” ყოფნის პერიოდში სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ ლა ლიგა და ოთხჯერ “ოქროს ბურთი”.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.158451