გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხი შეხვედრა გაიმართა.
“ბოსტონი” შინ “ორლანდოსთან” 95:103 დამარცხდა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “ორლანდომ” 32:12 მოიგო. “ბოსტონს” გუნდის ლიდერის, კაირი ირვინგის შესანიშნავმა თამაშმაც ვერ უშველა, უკანახაზელმა გუნდს 40 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი და 1 ბლოკ-შოტი შესძინა. “ორლანდომ” უფრო გუნდური კალათბურთი ითამაშა და ხუთმა მოთამაშემ 10 და მეტი ქულა ჩააგდო, მათ შორის ყველაზე მეტი 22 ქულა ფეიტონს ჰქონდა. “ბოსტონი” 34 მოგებით და 13 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.
“სან ანტონიო” მოულოდნელად საკუთარ დარბაზში “ინდიანასთან” 86:94 დამარცხდა. ამ შემთხვევაშიც გარდამტეხი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ინდიანაპოლისელებმა 25:16 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 19 ქულა ოლადიპოს ანგარიშზეა, “სან ანტონიოში” 14 ქულით პო გასოლი გამოირჩა.
“ბოსტონი” – “ორლანდო” 95:103 (29:28, 30:30, 12:32, 24:13)
https://www.youtube.com/watch?v=5xydsHBPcpk
“ლეიკერსი” – “ნიუ იორკი” 127:107 (30:29, 37:34, 30:26, 30:18)
https://www.youtube.com/watch?v=7u1xabt7ef4
“დეტროიტი” – “ბრუკლინი” 100:101 (20:30, 28:23, 20:24, 32:24)
https://www.youtube.com/watch?v=Pg1DRBNuZUg
“სან ანტონიო” – “ინდიანა” 86:94 (23:22, 20:24, 16:25, 27:23)
https://www.youtube.com/watch?v=paMHJw-DK-E









