კალათბურთი

10:37 | 12.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის 8 ქულა, 9 მოხსნა და გამარჯვება FMP-სთან

გოგა ბითაძის გუნდმა ადრიატიკის ლიგაში მორიგი, რიგით მე-7 გამარჯვება მოიპოვა. “მეგ ბიმაქსმა” სერბულსავე FMP-ს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 74:72 იმარჯვა.

18 წლის ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და 21:43 წუთში 8 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ 3-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

“მეგა ბემაქსმა” სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 5 მარტს, ხორვატიაში, “ზადარის” წინააღმდეგ გამართავს.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097466