ავტოსპორტი

4:35 | 24.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

„მაკლარენი“ ისევ ფორთოხლისფერში გამოეწყო

ახალი (ძველი) ფერი და რაც მთავარია, პირველად მის ისტორიაში, „რენოს“ აგრეგატი - ასე იწყებს „მაკლარენი“ ახალ სეზონს. ბრიტანულმა გუნდმა თავისი ახალი სარბოლო ავტომობილი, MCL33 წარმოადგინა, რომელიც წინამორბედისგან გარეგნულად მცირედით განსხვავდება. თუმცა უოკინგელებმა პრეზენტაციამდევე გამოაცხადეს, რომ სეზონის პირველ რბოლაში, რადიკალურად განსხვავებული მანქანით გამოვლენ.

„ჰონდას“ ძრავებით გატარებული სამი კოშმარული სეზონის შემდეგ, „მაკლარენი“ ყველაფრის თავიდან დაწყებას იმედოვნებს. ფერი - პაპაიას ფორთოხლისფერი და ლურჯი - ეს ის ფერებია, რომლებში გამოწყობილი სარბოლო ავტომობილებითაც, ბრიუს მაკლარენმა ტრასაზე საკუთარი გუნდი 50 წლის წინათ გამოიყვანა.

„MCL33 „მაკლარენისთვის“ ახალი ეტაპის დასაწყისია. ის წარსულსაც გვახსენებს და მომავლისკენაც მივყევართ. ძალიან რთული სამი სეზონი გვქონდა, მაგრამ გუნდმა არაერთხელ გვიჩვენა, რომ ყოველი რთული გამოწვევის შემდეგ, კიდევ უფრო ძლიერდება“, - ამბობს „მაკლარენის“ ჯგუფის მთავარი აღმასრულებელი, შეიზ მოჰამედ ბინ ესა ალ ხალიფა.

გუნდმა ფილმის დღის ტესტ პროგრამის ფარგლებში, MCL33 პირველად ნავარას ტრეკზე (ესპანეთი) გამოიყვანა. სესიის შემდეგ, ფერნანდო ალონსომ თავის ფანებს კმაყოფილმა განუცხადა, რომ: „კარგი დრო ბრუნდება. რაც არ გკლავს, ის გაძლიერებს. ამ რთული წლების განმავლობაში, ჩვენ ძალიან შეკრულ გუნდად დავრჩით. და ამის პირველ შედეგებს ახალ სეზონში ვნახავთ“, - ამბობს ალონსო, რომლის პირველი ტესტიც არ იყო ჩქაროსნული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.175988