თურქეთის 1 ლიგის 25-ე ტურში, გასავარდნ ზონაში მყოფი “დენიზლისფორი” და “მანისასფორი” დაუპირისპირდნენ. მასპინძლები 2:1 იგებდნენ, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე სტუმრებმა გაათანაბრეს.
საინტერესო ისაა, რომ გოლი “მანისასფორის” მეკარემ, მეჰმემთ ბაკირბაშმა გაიტანა. 21 წლის კიპერი კუთხურის დროს ჩავიდა მეტოქის საჯარიმოში და ახლო მანძილიდან ფეხით გაიტანა.







