ფეხბურთი

22:20 | 6.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" ლონდონში იგუაინი წაიყვანა, მანჯუკიჩი - არა

ტურინის “იუვენტუსს” ტრავმების შემდეგ გონსალო იგუაინი და მატია დე შილიო დაუბრუნდნენ. მასიმილიანო ალეგრიმ ორივე ფეხბურთელი ლონდონში იახლა და შესაბამისად, “ტოტენჰემთან” თამაშს მოახერხებენ.

სამაგიეროდ, ინგლისში არ წასულა მარიო მანჯუკიჩი, რომელიც “ლაციოსთან” შეხვედრაში დაშავდა. უნდა აღინიშნოს, რომ “ბებერი ქალბატონს” ნისლიან ალბიონზე ორი თავდამსხმელი მიჰყავს – პაულო დიბალა და გონსალო იგუაინი.

მარიო მანჯუკიჩი, ხუან კუადრადო და ფედერიკო ბერნარდესკი ტრავმირებულები არიან.

მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი, კარლო პინსოლიო, ვოიცეხ შჩესნი, მატია დე ფავორე

მცველები: მატია დე შილიო, ჯორჯო კიელინი, მედჰი ბენატია, ალექს სანდრო, ანდრეა ბარძალი, კვადვო ასამოა, დანიელე რუგანი, სტეფან ლიხშტაინერი

ნახევარმცველები: მირალემ პიანიჩი, სამი ხედირა, კლაუდიო მარკიზიო, დუგლას კოშტა, ბლეზ ბატუიდი, სტეფანო სტურარო, როდრიგო ბენტანკური

თავდამსხმელები: გონსალო იგუაინი, პაულო დიბალა

შეგახსენებთ, რომ “ტოტენჰემისა” და “იუვენტუსის” მატჩი 7 მარტს, 23:45 საათზე გაიმართება.

თეგებიიუვენტუსი
0.097026