სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

20:55 | 8.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" დირექტორს მესის სანაცვლოდ 700 მილიონის გადახდა არ გაუკვირდება

სტრატეგიის და ფინანსების საკითხებში კატალონიის "ბარსელონას" დირექტორმა პანჩო შროდერმა განაცხადა, რომ არ გაუკვირდება თუ ლიონელ მესის სანაცვლოდ მსურველი კლუბი გამოსასყიდ თანხას, 700 მილიონ ევროს გადაიხდის.

მესიმ კლუბთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა, თუმცა შროდერი თვლის, რომ ნეიმარის მაგალითის გათვალისწინებით მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

"ჩვენ დავაწესეთ გამოსასყიდი თანხა, რომელიც საკმარისი იქნება მესის შესანარჩუნებლად. უნდა ითქვას, რომ ნეიმარის შემთხვევაშიც გვეგონა, რომ გამოსასყიდ თანხას არავინ გადაიხდიდა, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. დაველოდოთ მომავალს, მესის ყიდვა რთული იქნება, თუმცა გიჟური დღეები გველოდება." - განუცხადა SSN-ს შროდერმა.

0.097305