უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. შესაბამისად უკვე ცნობილია ოთხივე წყვილი.
გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
"ბარსელონა" (ესპანეთი) - "რომა" (იტალია)
"სევილია" (ესპანეთი) - "ბაიერნი" (გერმანია)
"იუვენტუსი" (იტალია) - "რეალი" (ესპანეთი)
"ლივერპული" (ინგლისი) - "მანჩესტერ სიტი" (ინგლისი)
1/4 ფინალის პირველი მატჩები 3/4 აპრილს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 10/11 აპრილს გაიმართება.







