ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს სამძიმარი თბილისის “დინამომ” გამოუცხადა.
დღეს, სოფელ წილკანში საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ფეხბურთელები, ხელმძღვანელები და ვეტერანი დინამოელები ჩავიდნენ და ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს.
შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი თითქმის ერთი თვის შემდეგ ოკუპირებული ცხინვალიდან სამშობლოში გადმოასვენეს. მას 24 მარტს, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.