ფეხბურთი

15:12 | 25.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატიაში 25 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა (+VIDEO)

საფეხბურთო მოედანზე კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა. ხორვატიის მესამე დივიზიონში, “მარსონია” “პოზეგას” მასპინძლობდა, ხოლო მე-15 წუთზე მასპინძელთა 25 წლის ნახევარმცველი ბრუნო ბობანი მოედანზე უგონოდ დაეცა. ხორვატს ბურთი მოხვდა გულ-მკერდის არეში...

რა თქმა უნდა, უმალვე სამედიცინო პერსონალი მასთან გაჩნდა, მაგრამ არაერთი მცდელობის მიუხედავად ბობანი გონზე ვერ მოიყვანეს და მოედანზევე გარდაიცვა. შემდეგ იყო 40 წუთიანი მცდელობა, რომ გულს მუშაობა დაეწყო, მაგრამ ექიმების მცდელობას შედეგი არ მოუტანია.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ბობანის სიცოცხლე გულის შეტევამ შეიწირა. ბრუნოს უფროს ძმა ჰყვას, რომელიც ასევე ფეხბურთელია და “ოსიეკის” ღირსებას იცავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095081