“ლეიკერსი” ზედიზედ მეხუთე სეზონია პლეი ოფს მიღმა რჩება. ლოს ანჯელესელებს 32 მოგება აქვთ, ხოლო მერვე ადგილზე მყოფ “მინესოტას” 42. “ლეიკერსს” კიდევ 9 შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი, თუმცა ცხრავე რომც მოიგოს, პლეი ოფში მაინც ვეღარ გავა.
შეგახსენებთ, რომ “ლეიკერსი”, ნბა-ს ისტორიაში “ბოსტონის” შემდეგ ყველაზე ტიტულოვანი კლუბია (16 ჩემპიონობა).









