ფეხბურთი

20:15 | 3.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ერნესტო ვალვერდე: "ფავორიტის სტატუსი არაფერს ნიშნავს"

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ “რომასთან” მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. ესპანელი სპეციალისტი იტალიურ გუნდთან რთულ მატჩს ელოდება და აცხადებს, რომ ფავორიტის სტატუსი არაფერს ნიშნავს.

“თუ გადავხედავთ “რომა” მატჩებს ჯგუფურ ეტაპზე, მეოთხედფინალში მისი ყოფნა მოულოდნელი არაა. იტალიელებს კარგი დაცვის ხაზი და აგრესიული შეტევა ჰყავთ. ეს იქნება ძალიან საინტერესო დაპირისპირება. როგორც ვიცი, ფურცელზე ფავორიტობა არაფერს ნიშნავს, ყველაფერი გუნდების ხელშია. თუ “რომას” დამარხება გვინდა, შესანიშნავი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ.

კარგი იქნება თუ “კამპ ნოუ” ბოლომდე გაივსება და გულშემატკივრები მხარს დაგვიჭერენ, ისევე როგორც ეს “ჩელსისთან” იყო. ის ფაქტი, რომ აპრილში “ბარსელონა” ყველა ტურნირის მოსაგებად იბრძვის, ჩემი ფეხბურთელების სიძლიერეზე მეტყველებს. მესი ფეხბურთის ისტორიაში უნიკალური ფეხბურთელია”, - განაცხადა ვალვერდემ.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონასა” და “რომას” მატჩი 4 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09143