ინგლისური “მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ “ლივერპულთან” მატჩისწინ ისაუბრა. ესპანელი სპეციალისტის თქმით, მისი გუნდი ეცდება ისეთი ფეხბურთი ითამაშოს, როგორც მთელი სეზონის განმავლობაში თამაშობდა.
“ყველა საუბრობს, რომ რთული იქნება “ლივერპულისთვის”, მაგრამ იგივეს თქმა შეგვიძლია “ბარსელონაზე”, “ბაიერნზე” ან “სევილიაზე”. მეოთხედფინალში მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან დაპირისპირებას უნდა ელოდებოდე. “ლივერპულთან” შესანიშნავი თამაში გველოდება. მჯერა, რომ გამარჯვებისთვის საუკეთესო გზას ავირჩევთ ისევე, როგორც ამას ვაკეთებდით მთელი სეზონის განამვლობაში”, - განაცხადა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ “ლივერპულისა” და “მანჩესტერ სიტის” შეხვედრა 4 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.









