ფეხბურთი

15:43 | 5.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

მანუელ ნოიერი დაბრუნებასთან ახლოსაა

მიუნხენის “ბაიერნის” მეკარე მანუელ ნოიერი მალე სათამაშოდ მზად იქნება. როგორც “რეკორდმაისტერის” ვებგვერდი იტყობინება, 32 წლის კიპერმა დღეს ბურთთან ერთად პირველად ივარჯიშა.

ნოიერმა საწვრთნელი პროცესი 10 დღის წინ განაახლა, მაგრამ მხოლოდ ინდივიდუალურად. დღეს უკვე ბურთსაც შეეხო.

შეგახსენებთ, რომ მანულ ნოიერს ზუსტად ერთი წლის წინ ფეხის მოტეხილობის გამო ოპერაცია დასჭრიდა, აგვისტოში დაბრუნდა, მაგრამ მალევე ტრავმა გაუმიზეზდა და აქამდე არ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091144