ნაციონალური საკალათბურთი ასოციაციის რეგულარული სეზონი დასრულდა. გაგაცნობთ ხუთ საკალათბურთო კომპონენტში საუკეთესო შედეგის მქონე კალათბურთელებს.
საშუალოდ ერთ შეხვედრაში ყველაზე მეტ 30.4 ქულა ჯეიმს ჰარდენი აგდებს. საშუალოდ ერთ შეხვედრაში ყველაზე მეტ 16 მოხსნას ანდრე დრამონდი აკეთებს. შედეგიან გადაცემებს შორის საუკეთესო რასელ უესტბრუკია (10.3). ჩაჭრებში საუკეთესო ვიქტორ ოლადიპოა (2.4). ბლოკ-შოტებში ყველაზე უკეთესი შედეგი ენტონი დევისმა დააფიქსირა (2.6)







