რუმინეთის ლიგა IV-ის ბუქარესტის დივიზიონში "რაპიდსა" და "სტიაუას' მატჩის დროს გულშემატკივრებს შორის მასობრივი დაპირისპირება მოხდა, რაც საბოლოოდ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. როგორც Digi Sport 1-ს რუმინეთის პოლიციის პრესსამსახურის უფროსმა განუცხადა, 50-ზე მეტი ადამიანი უკვე დაისაჯა, ხოლო კიდევ ათეულობით ადამიანი სასჯელს ელოდება.
გულშემატკივრების გამო მსაჯმა შეხვედრა რამდენჯერმე გააჩერა. არეულობის დროს კი სტადიონიდან ბავშვების და ქალების გაყვანა დროულად მოხერხდა. საბოლოოდ "რაპიდმა" მატჩი 3:1 მოიგო.







