საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატამდე ორი თვით ადრე საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) თავის ოფიციალურ ტვიტერზე იმ ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც სხვადასხვა დროს ოლიმპიური მედლები მოუპოვებიათ.
სიმბოლური ოლიმპიური ნაკრები ასე გამოიყურება: ლევ იაშინი (სსრკ), კარლეს პუიოლი (ესპანეთი), ხავიერ მასკერანო (არგენტინა), მარსელო (ბრაზილია), ფერენც პუშკაში (უნგრეთი), ჩავი (ესპანეთი), ანდრეა პირლო (იტალია), რონადლინიო (ბრაზილია), ლიონელ მესი (არგენტინა), სამუელ ეტო'ო (კამერუნი), ნეიმარი (ბრაზილია).
geonoc.org.ge







