ტუნისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველ წრეში გერმანელი ტობიაშ კამკე 6:4, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 29 წუთს გაგრძელდა. ნიკამ ორივე სეტი იოლად მოიგო.
მომდევნო ეტაპზე ბასილაშვილი რეიტინგის 423ე ნომერს, ავსტრალიელ ალექსეი პოპირინს შეხვდება. მატჩი 18 აპრილს გაიმართება.







