სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

14:13 | 21.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” რონალდუსთან კონტრაქტს განაახლებს

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე კრიშტიანუ რონალდუსთან კონტრაქტის განახლებას გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა AS-ი იუწყება.

ახალი ხელშეკრულების მიხედვით პორტუგალიელს ხელფასი 30 მილიონ ევრომდე გაეზრდება და ის ნეიმარის გასამრჯელოს გაუთანაბრდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ხელშეკრულება მხოლოდ ფინანსურ ცვლილებას მოიცავს, რაც შეეხება დროს, ის უცვლელი დარჩება და პორტუგალიელი “სამეფო კლუბის” საკუთრებაში 2021 წლამდე დარჩება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094915