ფეხბურთი

18:04 | 24.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისის მამა გარდაიცვალა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის მამა გარდაიცვალა. სლოვაკური გამოცემების ინფორმაციით, უფროსი ვაისის სიცოცხლე 79 წლის ასაკში დასრულდა.

ვლადიმირ ვაისი ცნობილი ფეხბურთელი იყო და ჩეხოსლოვაკიის ნაკრების ღირსებასაც იცავდა.

საერთოდ, სლოვაკურ ფეხბურთში ვაისებმა დინასტია შექმნეს. ბაბუა, შვილი, შვილიშვილი – სამივეს სახელი, გვარი და ფეხბურთი აერთიანებდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094323