მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში დორტმუნდის “ბორუსია“ უწინდელივით მძლავრი და წარმატებული ვეღარაა, ეს კლუბი მთელს ევროპაში ცხადია არა, მაგრამ გერმანიაში კი დღემდე ინარჩუნებს მიუნჰენის “ბაიერნის“ შემდეგ მეორე გუნდის იმიჯსა და ავტორიტეტს და ეს ყველაფერთან ერთად, მაისურების გაყიდვებშიც გამოიხატება.
გერმანიაში ჩატარებული მარკენტინგული კვლევით გამოჩნდა, რომ დორტმუნდელთა მაისურები არამხოლოდ კონკრეტულად დორტმუნდში, ან ვესტფალიის მხარეში, მთლიანად გერმანიაში ძალიან კარგად იყიდება და “ბორუსიასთან“ მამასისხლად გადაკიდებული კლუბების მშობლიურ ქალაქებშიც კი ყვითელ მაისურებზე დიდი მოთხოვნაა.
დორტმუნდელთა მაისურებზე ამ კლუბის სპონსორის, ფირმა “პუმას“ დიზაინერთა მთელი გუნდი მუშაობს და როგორც ჩანს, მხოლოდ კლუბის წარმატება ან წარუმატებლობა არაა ხოლმე მაისურების გაყიდვაში მთავარი. მნიშვნელობა მაისურის ფერს, დიზაინერულ ხედვებს და ათას იმისთანა ამბავს უკავშირდება - ფეხბურთის ქომაგებმა ნაკლებად რომ ვიცით...









