ფეხბურთი

13:29 | 1.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

კითხვები არ ჩნდება, გამოძიებაც არ იქნება

“ინტერი” – “იუვენტუსის” შეხვედრის დასრულების შემდეგ მომხდარ ფაქტს არ გამოიძიებენ. საუბარი, რომელიც ტურინელთა მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრისა და მატჩის მეოთხე მსაჯ პაოლო ტალიავენტოს შორის შედგა, ეჭვების საფუძველს არ ტოვებს (VIDEO).

Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, პროკურატურაში უკვე ნახეს ვიდეო, თუმცა გამოძიების დაწყების არანაირი საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, საქმე არ აღიძვრება.

შეგახსენებთ, “იუვენტუსმა” “ინტერი” 3:2 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.094452