ვინც ჩვენს რუბრიკას თვალს ადევნებს, აუცილებლად ეცოდინება და სულიც შეუგუბდებოდა, როცა გაიგებდა თუ ვინ არის დიდებული, საოცარი, მრავალსახოვანი და სულზე უტკბესი არგენტინელი მოდელი და ერთ დროს არგენტინის საფეხბურთო ნაკრების თილისმა - ანა-კაროლინა ანდოჰანი, რომელსაც მადლიერმა არგენტინელმა ერმა, მეტსახელად “პამპიტა“ უწოდა.
“პამპიტას“ ეპატაჟურობა, სიცანცარე და მრავალსახეობა ვის არ გააოცებდა და გადარევდა?! ვის არ აუჩქროლებდა სისხლს და ვის არ ააღმუვლებდა ფინალში დამარცხებული ჟოზე მოურინიოსავით?! მაგრამ, ამ მუხთალ წუთისოფელს ვინმე რასმეს გაუგებს განა? როგორც ჩანს, ჩვენი ბედიც დარდი და კაეშანი ყოფილა!
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ და განერვიულოთ, ცოტა ხნის წინ “პამპიტას“ უთქვამს, ფოტოკამერის წინ პოზიორობას თავს ვანებებ და აწი მხოლოდ სერიალების მსახობად თუღა მიხილავთო. “პამპიტამ“ ლურსმანზე აზღუდი და საწმერთული დაკიდა, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ის აუცილებლად დაბრუნდება!









