ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ფეხბურთის ისტორიაში შევიდა. საქმე ისააა, რომ 50 წლის იტალიელი პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც ტოპ 5 ჩემპიონატში (პრემიერლიგა, ლა ლიგა, ბუნდესლიგა, ლიგა 1, სერია A) ზედიზედ ოთხჯერ დუბლი შეასრულა.
ალეგრიმ და “იუვენტუსმა” კი მიჯრით ოთხჯერ მოახერხეს, როგორც სკუდეტოს, ისე იტალიის თასის მოგება. “ბებერმა ქალბატონმა” მიმდინარე სეზონში ჩემპიონობა 1 ტურით ადრე გაინაღდა, რადგან "ნაპოლის" 4 ქულით უსწრებს.
შეგახსენებთ, მასიმილიანო ალეგრი “იუვენტუსს” 2014 წლიდან მოყოლებული უდგას სათავეში და გუნდს 4-ჯერ მოაგებინა იტალიის ჩემპიონატი და იტალიის თასი, ორჯერ კი იტალიის სუპერთასი.
გარდა ამისა, ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გაიყვანა, მაგრამ ევროპული მწვერვალი მათთვის ჯერ კიდევ დაუპყრობელი რჩება.






