ინგლისში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს 17-წლამდე ფეხბურთელებს შორის, რომელიც უკვე დასკვნით ფაზაშია შესული. მეოთხედფინალში ჰოლანდიამ ირლანდიის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
აღნიშნულ შეხვედრაში საკმაოდ უნცაური რამ მოხდა: ჩეხმა არბიტრმა ზბენეკ პროშკემ გადამაწყვეტი, ბოლო პენალტის შესრულების წინ ირლანდიელთა მეკარე ჯიმი კორკორანი გააძევა და კელტების კარში მეკარის ადგილი მცველმა დაიკავა.
საქმე ისაა, რომ ანგარიში 4:4 იყო, როდესაც ჰოლანდიელთა კაპიტანი რედანი ბურთთან მივიდა, რომელიც თუ გაიტანდა, მისი გუნდი ნახევარფინალში გადიოდა. თუმცა რედანს თერთმეტმეტრიანი ირლანდიელმა კიპერმა აუღო. ჩეხმა მსაჯმა კი, ჩათვალა, რომ კორკორანმა მოძრაობა ნაადრევად დაიწყო და ყვითელი ბარათი უჩვენა. ვინაიდან, მანამდე ირლანდიელ კარის დარაჯს გაფრთხილება უკვე ჰქონდა მიღებული, მოედნის დატოვება მოუწია. ირლანდიას ცვლილელაბათა ლიმიტი ამოწურული ჰქონდა, მეკარის ფუნქცია მცველმა შეითავსა და ჰოლანდიელთა კაპიტანმა განმეორებითი დარტყმა ზუსტად შეასრულა და მატჩიც დასრულდა...
აქვე გეტყვით, ჰოლანდიის გარდა ნახევარფინალში გავიდნენ ბელგია, იტალია და ინგლისი.







