ინგლისში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი 17-წლამდე ნაკრებებს შორის და ჩემპიონი ჰოლანდიის ნაკრები გახდა. “ნარინჯისფერებმა” როტერჰემში, იტალიის ნაკრები მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში დაამარცხეს.
შეხვედრა ძალზე კარგი საცქერი გამოდგა და თანაც, დრამატული. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში გატანა ორივე გუნდს შეეძლო, გოლი არ გასულა. სამაგიეროდ, მეორე 40 წუთი გამოდგა (17-წლამდელებში 40 წუთიანი ტაიმებია) უხვგოლიანი. ჯერ ჰოლანდია დაწინაურდა მადუროს გოლით, ხოლო “აძურინიმ” ორწუთიან ინტერვალში მოახერხა მდგომარეობის თავის სასარგებლოდ შემობრუნება.
სამუელე რიჩიმ და ალესიო რიკარდიმ ულამაზესი გოლები გაიტანეს და იტალია ჩემპიონობას მიუახლოვდა. თუმცა, მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე, შეცვლაზე შესულმა ბრაიან ბრობიმ აღადგინა წონასწორობა და ყველაფერი პენალტის სერიამ გაარკვია.
იტალიელებმა ძალიან ცუდად შეასრულეს თერთმეტმეტრიანები, მაშინ, როდესაც ჰოლანდიას არცერთი დარტყმა არ გაუცუდებია და ჩემპიონიც კეს ვან ვონდერენის გუნდის გახდა.
იტალია – ჰოლანდია 2:2 (0:0) პენ: 1:4
როტერჰემი, “როტერჰემ იუნაიტედ სთედიუმი”
იტალია (4-3-1-2): რუსო; ბარაძეტა, არმინი, ივერუ, ბროგი; გუაბუა, ლეონე (ფაგიოლი 55), რიჩი (როველა 79); გრეკო, ვერგანი, რიკარდი
მწვრთნელი: კარმინე ნუნძიატა
ჰოლანდია: (4-3-3): კოორევარი; ჯ. მადურო, გელდრენი, მამენგი, ჰენდრიკსი; ქ. მადურო, გრავენბეხი (ბრობი 69), ბურგერი; იჰატარენი, რედანი, ტავსანი (სუმერვილი 64)
მწვრთნელი: კეს ვან ვონდერენი
გოლები: 0:1 ჯ. მადურო (46), 1:1 რიჩი (61), 2:1 რიკარდი (63), 2:2 ბრობი (74)
გაფრთხილება: ლეონე (28), რიჩი (53), გუაბუა (58) - ჰენდრიკსი (80)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (4) – 9 (4) კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 2:1
მსაჯი: ჰალილ უმუტ მელერი (თურქეთი)







