საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა როლან გაროსის პირველ წრეში ფრანგ ჟილ სიმონთან 4:6, 0:6, 7:6, 4:6 დამარცხების შემდეგ, რამდენიმე საათში თავის ვერიფიცირებულ ფეისბუქზე პოსტი დადო, სადაც ნიკა ფეისბუქის გვერდის გაუქმების შესახებ საუბრობდა.
მეგობრებო, მოგესალმებით. იდეაში ამ გვერდის შექმნის მიზანი იყო, რომ ინფორმირებული ყოფილიყავით ჩემი სპორტული კარიერით და ჩოგბურთი საქართველოში უფრო პოპულარული სპორტის სახეობა გაგვეხადა. სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ გვერდს ჩემთვისაც და გულშემატკივრებისთვისაც მეტი პოზიტივი მოეტანა, სანაცვლოდ ძალიან დიდი ნეგატივი მივიღეთ. მე პირადად დროდადრო მიწევს გვერდის თვალის დევნება და ჩემზე ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად იმოქმედა. მივიღეთ გადაწყვეტილება და გვერდს ვხურავთ. დიდი მადლობა ჩემს ნამდვილ გულშემატკივრებს და წარმატებები წინ არის”, – განაცხადა ბასილაშვილმა.







